კალათბურთის დაფინანსება

სუპერლიგის კალათბურთელები ყიფიანთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიან

worldsport.ge

დღეს,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, საკალათბურთო სუპერლიგის კლუბების მწვრთნელებსა და კალათბურთელებს შეხვდა.

მოცემული მომენტისთვის უცნობია, თუ როდის აიღებს სტარტს საქართველოს ჩემპიონატი კალათბურთსი და მასში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთუ გინდი - თბილისის დინამოა დარეგისტრირებული.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდის ცნობით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს „კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე", რომელიც 2015 წლის იანვრიდან ამოქედდება და რომელიც სამომავლოდ საქართველოში კლუბების დაფინანსების ისეთი ბაზისს შექმნის, რაც თავის მხრივ ქვეყანაში კალათბურთის სტაბილური განვითარების საფუძველი გახდება.  

"ახლი პროექტი ამუშავებამდე კი, მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  ყველა უწყებრივი საკალათბურთო კლუბი კვლავ დაფინანსდება ამა თუ იმ უწყების მიერ, რადგან პრობლემა არ შეექმნას საქართველოს მოახლოებული ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, ხოლო 2015 წლიდან ახალი პროექტი ამუშავდება," - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის სხვადასხვა კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებმა (მათ შორის რამდენიმე საქართველოს ნაკრების წევრმა) ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის შემოთავაზებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს. მათი თქმით, მომავალი ჩემპიონატი გასულზე დაბალი დონის იქნება, რადგან მისი დაფინანსება კიდევ უფრო შემცირდება.

"ინფორმაცია ის მივიღეთ, რომ თუ იყო დაფინანსება 100%, ახლა იქნება - 30%. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ვინც ვართ იძულებულები გავხდებით, ვეღარ ვითამაშოთ. ის, რა დონეც იყო შარშან, ვითხოვთ იგივეს და არა მეტს. ელემენტარულ პირობებზე ვსაუბრობთ," - განაცხადა დინამოს გამთამაშებელმა, ლაშა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ პრემიერ ღარიბაშვილსა და ქვეყნის მთავრობას კალათბურთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სუპერლიგის კლუბებმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი 22 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

 

 

 

კომენტარები