სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პოროშენკომ სანქციების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სანქციების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. კანონი უკრაინის ხელისუფლებას რუსული კომპანიებისა და რუსი მოქალაქეების მიმართ სანქციების დაკისრების გზით რუსეთზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უმაღლესი რადას საიტზე ქვეყნდება.

როგორც ცნობილია, სანქციებთან დაკავშირებული კანონი პარლამენტმა 14 აგვისტოს მიიღო. კანონის მიღების წინ ტექსტიდან ტელეტრანსლაციის, საფოსტო და სატელეფონო კავშირების შეზღუდვის შესახებ პუნქტები ამოიღეს.

უკრაინის პრემიერის არსენი იაცენიუკის თქმით, მინისტრთა კაბინეტს ძირითადად რუსულ 172 ფიზიკურ და 65 იურიდიულ პირთან დაკავშირებით სანქციების პაკეტი უკვე მზად აქვს.

კომენტარები