აშშ-საქართველო

საქართველოს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური ეწვია

ჯეიმს ამოსი
facebook.com/tbilisi.usembassy

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჯეიმს ამოსი ეწვია. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

მეთაურის ვიზიტის მიზანია, საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მრავალწლიანი თანადგომისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადოს და საზღვაო ქვეითთა კორპუსსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის მტკიცე პარტნიორობას გაუსვას ხაზი.

ვიზიტის დროს იგეგმება გენერალ ამოსის პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრა.

კომენტარები