უელსის სამიტი

მარგველაშვილი ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს უკვე შეხვდა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ქვეყნის პირველი პირისა და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა NATO-ს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის თვალსაზრისით. ქვეყნის პირველმა პირმა NATO-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ალიანსი სათანადოდ აფასებს საქართველოს პროგრესს. შეხვედრისას, იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს NATO-ში გაწევრიანების ბიძგს.

მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი NATO-ში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად და პროცესის უკეთესად წარმართვისთვის", - წერია პრესსამსახურის პრესრელიზში.

პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის საბოლოო შედეგი გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.

კომენტარები