კრიმინალი

ბათუმში მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სცემა

ბათუმში, საქართველოს მოქალაქემ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სცემა და პასპორტი წაართვა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლისა და მოწმეების ჩვენების მიუხედავად, მამაკაცს არ აკავებდნენ, რადგან ის პოლიციელის შვილი იყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, არც მეგობარი გოგოს ცემაში ბრალდებული პირი და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან პოლიციის თანამშრომლები.

ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები