საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ უელსის სამიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ფანჯიკიძის განცხადებით, ამ სამიტისგან მათ დიდი მოლოდინები აქვთ და კონკრეტულ შემოთავაზებებს ელოდებიან.
"ჩვენ მივემგზავრებით NATO-ს სამიტზე, რომელიც უელსში ხვალ და ზეგ გაიმართება. დიდი მოლოდინი გვაქვს, ერთი მხრივ, ძალიან კონკრეტული პაკეტის გარდა, იმედი გვაქვს ძალიან სერიოზული მესიჯის NATO-ს მხრიდან, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ალიანსს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უელსის სამიტზე დასასწრებად დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე ლონდონში იმყოფება. უელსში NATO-ს სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება.
უელსის სამიტი