ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 50% ეთანხმება შეხედულებას, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. მათგან 26% "სრულად ეთანხმება" ამ შეხედულებას, ხოლო 24% - "ეთანხმება". გამოკითხულთა 17% კი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აღარ იღებს მთავრობის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, ხოლო კვლევაში მონაწილეთა 28%-მა "არ იცის".
ამასთან, მათგან, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია, 36% ამართლებს ამ ფაქტს, ხოლო 53% არ ამართლებს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.





