გორში ქალმა მეგობარი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მამაკაცი საავადმყოფოში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.