ვლადიმერ დვალიშვილი

დვალიშვილმა დანიურ ოდენსესთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ვლადიმერ დვალიშვილი დანიურ ოდენსეში ითამაშებს.

ფორვარდის უკანასკნელი კლუბი ვარშავის ლეგია იყო, სადაც 34 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ახალ გუნდთან დვალიშვილმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ოდენსეს ოფიციალური ვებგვერდი ფეხბურთელთან მცირე ინტერვიუს აქვეყნებს.

"პოლონეთში ორ წელზე მეტი გავატარე, დაახლოებით ამდენივე ისრაელში. სკანდინავიასა და აქაურ ფეხბურთზე ბევრი არ ვიცი, მაგრამ ცხოვრებაში მიყვარს ახალი გამოწვევების მიღება, ამიტომ მოუთმენლად ველი ოდენსეს რიგებში თამაშს. ვიბორგში ჩემი მეგობარი, გიორგი ფოფხაძე თამაშობდა, მას ვკითხე დანიური ფეხბურთის შესახებ და მხოლოდ დადებითი კუთხით დამიხასიათა. იმედი მაქვს, ოდენსეს გულშემატკივრებს ხშირად გავახარებ," - განაცხადა ვლადიმერ დვალიშვილმა.

 

კომენტარები