კანონიერი ქურდი

პრემიერი თარგამაძეს: თქვენ ქურდი ხართ? მე მგონი, წინა ცხოვრებაში ქურდი იყავით

ბატონო გივი, თქვენ ქურდი ხართ? კარგად ერკვევით ქურდულ სამყაროში. მე მგონი, თქვენ ხართ ქურდი, წარსულ ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში. მანამ, სანამ ხელისუფლებაში იყავით, მე მგონი, თქვენ ქურდი იყავით. კარგად უნდა შეისწავლოთ ბატონი გივის ბეგრაუნდი, მე მგონი, ის იყო წარსულში, წინა ცხოვრებაში ქურდი და კარგად ერკვევით.

ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს, რომელმაც რიგგარეშე სხდომაზე ე.წ. კანონიერი ქურდების საქართველოში თავისუფალ გადაადგილებაზე და მათი მხრიდან ე.წ. მაყურებლების გამოყენებით ციხეების კონტროლზე ისაუბრა.

კომენტარები