ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიის სხდომა გაიხსნა. დეპუტატები დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას გეგმავენ. სხდომის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია შეტანილი.

პარლამენტარების წინაშე დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენენ. მინისტრების გამოსვლების შემდეგ, რეგლამენტით დადგენილი განხილვის პროცედურა გაგრძელდება. 

საკითხის განხილვის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნას მიწვეული სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე პარლამენტარებს სიტყვით მიმართავენ.  

სხდომას ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

კომენტარები