ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ბესელია პრეზიდენტის დასწრებაზე: ეს დარბაზი ყველას ფიზიკურად ვერ დაიტევს

„ეს დარბაზი და შენობა ყველას ფიზიკურად ვერ დაიტევს, მაგრამ ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს არა მხოლოდ სახელისუფლებო, არამედ სრული გუნდი ერთსულოვანია“, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტის კითხვას - პრეზიდენტი პარლამენტის დღევანდელ სხდომას უნდა ესწრებოდეს თუ არა?

დღეს საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხს განიხილავს.

კომენტარები