თომას მიულერი

მიულერი: შეგიძლიათ ოქროს ბუცი უკანალში გაიკეთოთ, მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ

rnw.nl
გერმანიის ნაკრების ფორვარდს თომას მიულერს ერთი გოლი დააკლდა იმისათვის, რომ ოქროს ბუცი მოეპოვებინა. ბაიერნის შემტევს მუნდიალზე 5 გატანილი ბურთი დაუგროვდა, რაც ხამეს როდრიგესის შედეგზე ერთით ნაკლებია, შესაბამისად, ჯილდოს მფლობელი კოლუმბიელი გახდა.
 

მიულერის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს ჩემპიონობაა და ტურნირის ბომბარდირობა ნაკლებად ანაღვლებს.

ევროსპორტის ცნობით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფინალური მატჩის შემდეგ თავდამსხმელს ზემოაღნიშნული ფაქტის კომენტირება სთხოვა, რაზეც გერმანელმა უცენზურო პასუხი გასცა.

"სრული სისულელეა. მიმიფურთხებია ოქროს ბუცისთვის, ახლა ხომ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ! შეგიძლიათ ოქროს ბუცი უკანალში გაიკეთოთ", - განაცხადა თომას მიულერმა.

კომენტარები