მარადონა და მესი

მარადონა: მესის მიერ ოქროს ბურთის მოგება რაღაც მარკეტინგული გეგმაა

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ FIFA გააკრიტიკა იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ლიონელ მესის გადასცეს.

"მესი? მას სამოთხეს მივცემდი, რომ შემეძლოს, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ვიღაც იგებს იმას, რაც არ უნდა მოიგოს რაღაც მარკეტინგული გეგმის გამო", - ციტირებს მარადონას სიტყვებს გარდიანი.

რაც შეეხება თავად მესის, ის ფინალში დამარცხებით იმედგაცრუებულია.

"მოცემულ მომენტში არც ჯილდო და არც არაფერი მაღელვებს. მსურდა არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონობისკენ გავძღოლოდი", - აცხადებს ბარსელონას შემტევი.

"უფრო მეტს ვიმსახურებდით იქიდან გამომდინარე, როგორც ვითამაშეთ. ძალიან მტკივნეულია ასე დამარცხება, რადგან თერთმეტმეტრიანების სერიასთან ასე ახლოს ვიყავით".

"ისინი ბურთს ფლობდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უფრო რეალური საგოლე მომენტები გვქონდა. არ გაგვიმართლა, ვერ გავიტანეთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი შანსები უფრო რეალური იყო", - განაცხადა ლიონელ მესიმ

კომენტარები