ედუარდ შევარდნაძე

წულუკიანი: კარგია, რომ შევარდნაძე წინა ხელისუფლების სცენიდან გაყვანას მოესწრო

ცვლილება და სიახლე მეც ისევე მსურდა, როგორც სულ ყველას მაშინ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ, დღეს არ გვინდა ამაზე. არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები, სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს. კარგია, რომ 11 წლის შემდეგ, "ვარდების ხელისუფლების" ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო, შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა „საგარეოშნიკი“ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ, არ მჯეროდა…

წერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკუთარ ბლოგზე საქართველოს მეორე პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ "ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა".

კომენტარები