ინფრასტრუქტურა

ჯაფარიძე: ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა ფართო კონცეფციის ნაწილი იყო

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა უფრო ფართო კონცეფციის ნაწილი იყო, რომელიც საქართველოს რეგიონულ ჰაბად (მაგალითად, ისეთი ტიპის ჰაბად, როგორიც დუბაი, ან სინგაპურია) გადაქცევას გულისხმობს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაცია.

„ამ მიმართულებით წინა ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა, ხოლო ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა ეს პროექტი უარყო. კარგია, რომ  პროექტი გააცოცხლეს. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტიდან რაღაც გამოვა, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის სერიოზული სტიმული იქნება. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამას რაიმე პერსპექტივა აქვს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც არის ანაკლიის პორტი, რიკოთის შემოვლითი რკინიგზის მაგისტრალი, ასევე თბილისის შემოვლითი რკინიგზა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზეა გათვლილი. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლები უნდა ჰქონდეს, რათა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს და ინფრასტრუქტურული ხარჯების გაწევა შეძლოს.

კომენტარები