კარლ ბილდტის ვიზიტი

ბილდტი: არასტაბილურობა უკრაინასა და საქართველოში ევროპას უქმნის საფრთხეს

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო დასავლეთს იმიტომ უნდა აღელვებდეს, რომ ეს ქვეყნები ევროპის ნაწილია და არასტაბილურობა ევროპის ერთ ნაწილში გრძელვადიან პერსპექტივაში მთელი ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტაბულამ ბილდტს ჰკითხა - "კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ უმკლავდება დასავლეთი უკრაინაში უკრაინის კრიზისს, ან თუ როგორ გაართვა თავი საქართველოს ოკუპაციას? რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა; შემდეგი შეიძლება, აღმოსავლეთ უკრაინა იყოს. საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმები რუსეთთან შემდგომ ინტეგრირებაზე მსჯელობენ. ზოგადად, რას ფიქრობთ, რატომ უნდა ანაღვლებდეს ეს ქვეყნები დასავლეთს?"

ბილდტმა კი უპასუხა - "იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ევროპის ნაწილია და არასტაბილურობა ევროპის ერთ ნაწილში გრძელვადიან პერსპექტივაში მთელი ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამიტომ, ჩვენ ვერასდროს ვიქნებით გულგრილი იმის მიმართ, თუ რა ხდება ევროპის სხვა კუთხეში. ეს შესაძლოა, არ იყოს ჩვენთვის მყისიერი საფრთხე, მაგრამ თუ უსაფრთხოება და წესრიგი ირღვევა ევროპის ერთ ნაწილში, ეს უარყოფითად მოქმედებს ღირებულებებზე, უსაფრთხოებასა და წესრიგზე ევროპის სხვა ნაწილში. ამრიგად, ეს ჩვენ გვაღელვებს.

არსებობს თუ არა პრობლემების რაიმე ადვილი და სწრაფი მოგვარების გზები? არა, არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ჩვენს პრინციპულ პოზიციებს დავიცავთ ისე, როგორც ადრე ვაკეთებდით. და რა ვერდიქტს გამოტანს ისტორია, რა შედეგი მოყვება ამას, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ მანამდე, სანამ სიმართლის და პრინციპების მხარეს ხარ, რაც ჩვენი ევროპული საზოგადოების ძალაა - ვფიქრობ, ზედმეტი ნერვიულობა არ არის საჭირო ამ მოვლენების გრძელვადიან შედეგებზე. თუმცა ეს გამოწვევებია და მნიშვნელოვანია პრინციპების დაცვა და პოლიტიკის მყარად განხორციელება".

კომენტარები