საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავს.
"მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ეს არის წინგადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ბიუჯეტისთვის. ამაში დაგვეხმარება ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები და ხელს შეგვიწყობენ შემდგომ განვითარებაში", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 ივნისს, საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



