სამართლიანობის აღდგენა

რომან გოცირიძე: სამართლიანობის აღდგენის" საკითხში 95%-ის შანსი არის ნული

ბევრი ნაცნობი, ზოგჯერ უცნობიც მთხოვს რჩევას იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივა აქვს "სამართლიანობის აღდგენის" საკითხებში მის საქმეს. რა მაგალითებიც მე ვნახე, 95 პროცენტის შანსი არის ნული. 

გუშინდელი მაგალითი: მოვიდა ოფისში ნაცნობი. უნდა დაიბრუნოს მისი აზრით tbc ბანკის მიერ უკანონოდ წართმეული ქონება. 

ისტორია: ჰქონდა აწყობილი ბიზნესი. უზარმაზარი სესხი ბანკიდან. დაიჭირეს რაღაც მაქინაციაზე (ყველას ჰგონია, რომ უდანაშაულოა), ბიზნესი მის გარეშე შეფერხდა. კომპანიამ ვალი ვერ დაფარა. ბანკმა გირაოს სახით ჩადებული ქონება გაუყიდა. 

კითხვაზე, ბანკი რა შუაშია? პასუხი: ბანკი და პროკურატურა შეკრული იყო. იმიტომ დამიჭირეს, რომ ქონება წაერთმიათ. 

ეჭვი არ ეპარება, რომ ქონებას დაიბრუნებს. ვუთხრა, რომ ნულია შანსი? არ დაიჯერებს. არა და შემორჩენილ ფულსაც ტყუილად ხარჯავს ადვოკატებში. 

სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად იქნა დაკავებული (რაც მომიყვა, არ იყო დამაჯერებელი მისი უდანაშაულობა). თუმცა ბანკის სესხთან ამას პირდაპირი კავშირი არა აქვს. 

ყველას აქვს ერთი საერთო აშკარად გამოკვეთილი ფსიქოლოგიური ნიშანი: პირველი -ასპროცენტიანი იმედი, რომ ბოლოს ყველაფერი კეთილად დამთავრდება და მეორე - უდანაშაულობის უკრიტიკო განცდა.

სამწუხაროდ, ძალიან ადვილია ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი მანიპულირება. როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა, თუნდაც ფინანსური კუთხით.

წერს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე facebook-ში.

კომენტარები