ქართულმა ოცნებამ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ გამარჯვება აღნიშნა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ გამარჯვება აღნიშნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს დავით ნარმანია თბილისის მერად წარუდგინა. თავად ნარმანიამ კი ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მეორე ტურს გამორიცხავდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ისინი ამბობდნენ, რომ კოალიციის წარმომადგენლებმა მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც გაიმარჯვეს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 50%-იანი ბარიერი მათ დააწესეს, რაც ამტკიცებს, რომ ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.

კომენტარები