მელია: ეგზიტპოლის შედეგებმა ცხადყო, რომ მეორე ტური გარდაუვალია

ნიკა მელია
epn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას შეფასები, ეგზიტპოლის შედეგებმა ცხადყო, რომ მეორე ტური გარდაუვალია.

"ასევე, ცხადყო ის, რომ თბილისელები არიან უკმაყოფილონი უამრავი შეჩერებული პროექტით, ასევე ცხადყო, რომ ძალიან ბევრი თბილისელი დღეს არჩევნებზე არ გამოცხადდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის უდიდესი იმედგაცრუება, სამწუხაროდ. უნდა მოეხერხებინა ჩვენს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ასეთ სასოწარკვეთაში ჩაეგდო დედაქალაქი, სადაც მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს" - განაცხადა მელიამ.

ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც  ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

კომენტარები