აარჩევნები 2014

მრავალეროვანი საქართველო: კენჭისყრის პროცესი მცირე ხარვეზებით მიმდინარეობს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
PMMG

არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველო საარჩევნო პროცესის პროცედურული ხარვეზების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მრავალეროვანი საქართველო კენჭისყრის პროცესს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აკვირდება. 

ქვემო ქართლი: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი, რუსთავი

სამცხე-ჯავახეთი: ნინოწმინდა, ახალალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი

კახეთი: ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი 

შიდა ქართლი: კასპი

მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა

მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაფიქსირდა პროცედურული დარღვევის 20 ფაქტი: აგიტაცია საარჩევნო უბნებზე (3), დამკვირვებლის უფლების უკანონოდ შეზღუდვა (1), საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო შევსება (3), უბნის არასათანადო მოწყობის ფაქტი (3), კენჭისყრის ჩატარების წესის დარღვევა (1), მარკირების შემოწმების წესის დარღვევა (7).

მრავალეროვანი საქართველო მიმდინარე არჩევნებს 437 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება.

კომენტარები