საქართველოს საგარეო პოლიტიკა

თომას დე ვაალი: MAP აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს საბოლოოდ დააშორებს

თომას დე ვაალი
სირანუიშ გევორგიანი / ArmeniaNow

"მე არასდროს დამიმალავს, რომ საქართველოსთვის მაპის მიცემას მხარს არ ვუჭერდი. ჩემი აზრით, ეს საქართველოს მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე გადაუწყვეტს" - საქართველოს მიერ მაპის მიღების და მასთან არსებული რისკების შესახებ ბრიტანელმა ჟურნალისტმა და კარნეგის ცენტრის კავკასიის საკითხების სპეციალისტმა, თომას დე ვაალმა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტთან, ეხო კავკაზა, ინტერვიუში ისაუბრა. 

ჟურნალისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მაპი საქართველოს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ვიდრე გადაუწყვეტს, რადგან მაპის მიღება სრულუფლებიანი წევრის სარგებელს და დაცულობას არ იძლევა და ზრდის რისკებს რუსეთის მხრიდან. 

"მაპი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს საბოლოოდ დააშორებს, რადგან ისინი საქართველოს ნატო-ში შესვლას მხარს არ დაუჭერენ. ეს, ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ზეწოლის რისკებს ზრდის, იმ შემთხვევაში თუ საქართველო მაპის ნაცვლად სრულუფლებიან წევრობას არ მიიღებს. ვფიქრობ, რომ ევროპული ტენდენციებისკენ სწრაფვა საქართველოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის აღმავლობას. ევროინტეგრაციის შედეგად საქართველო გახდება უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპულ რეალობაში. ჩემი აზრით, უფრო მეტი ძალისხმევა სწორედ წარმატებული ევროინტეგრაციის პროექტს უნდა დაეთმოს და არა მაპის მიღებაზე ფიქრს" - ამბობს დე ვაალი. 

კომენტარები