აშშ-საქართველოს ურთიერთობა

აშშ-ს დახმარების პაკეტი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირებსაც მოხმარდება

გამყოფი ხაზი
AFP
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა, სადაც აშშ-ს ინიციატივას, 5 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყოს საქართველოს ეხმაურება და აცხადებს, რომ პაკეტის მთავარ პრიორიტეტებს შორის გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება იქნება. 
 
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარება ასევე მოხმარდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას. 
 
სამინისტროს ინფორმაციით, 5-მილიონიან დახმარების პაკეტში შედის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების დახმარება 40-მდე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემის, სარწყავი არხების, სადრენაჟო სისტემისა და სოფლის გზების რეაბილიატაციას.

კომენტარები