ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კვირიკაშვილი: აწარმოე საქართველოში უნიკალური შანსია ბიზნესის დაწყებისთვის

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მეწარმეებს ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გააცნო. შეხვედრას 400-მდე მეწარმე დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომერციული ბანკების,  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ინოვაციური და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. მინისტრის განცხადებით, ეს უნიკალური შანსია ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის. პროგრამის ბიუჯეტია 46 მილიონი ლარია. 

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოვიდა. ამ შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. თქვენ ნახეთ, რომ დარბაზში ადგილები არ იყო და ხალხი ფეხზე იდგა. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ტექნიკურ საკითხებზე. მინდა ვთქვა, რომ ეს პროგრამა არის მართლაც უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის, რომ საკუთარ გეგმებს ხორცი შეასხან და ჩამოაყალიბონ ახალი საწარმო ობიექტები, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მიმართულებით. ამიტომ, ვთვლი, რომ ძალიან საჭირო და პროდუქტიული შეხვედრა იყო", - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები