სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

G7-ს ლიდერებმა რუსეთს მოთხოვნები წაუყენეს და სანქციებით დაემუქრნენ

G7 - დიდი შვიდიანის ქვეყნების დროშები
coslychacwbiznesie.pl

დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის კრიზისი განიხილეს და რუსეთს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. ლიდერების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვმა უნდა ითანამშრომლოს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან. ასევე შეწყვიტოს უკრაინაში იარაღისა და მებრძოლების გაგზავნა, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან და გაზის მიწოდების გარანტიები მისცეს. სამიტის მონაწილეთა განცხადებთ, თუ რუსეთი ამ პირობებს არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები ამოქმედდეს.

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესაძლებლობაზე გერმანიის კანცლერმა ისაუბრა.

"თუ რუსეთი ამ ქმედებებს არ შეწყვეტს, ჩვენ უყოყმანოდ შემოვიღებთ ახალ სანქციებს, რომელსაც მესამე ფაზის სანქციებს ვუწოდებთ. ამის შესახებ ევროპულმა საბჭომ განაცხადა და დიდი შვიდეული ამ მოთხოვნას იზიარებს. სანქციები თვითმიზანი არ უნდა იყოს. ჩვენ რუსეთთან მჭიდრო პარტნიორობა გვსურს, მაგრამ თუ სანქციები გარდაუვალი იქნება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ერთხმად მივიღებთ", - აცხადებს მერკელი.

კომენტარები