ბრაზილია 2014

ერთთვიანი სამოთხის მოლოდინში

ბრაზილია 2014

12 ივ­ნი­სი­დან 13 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით, ბრა­ზი­ლია ის­ტო­რი­ა­ში უკ­ვე მე­ო­რედ უმას­პინ­ძ­ლებს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს. რი­გით მე­ო­ცე მუნ­დი­ა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა იქ, სა­დაც შე­საძ­ლოა არ აქვთ სა­უ­კე­თე­სო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ულ­ტ­რა­თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნა­ლის არ­ც­თუ ისე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ იქ იცი­ან მთა­ვა­რი – ნამ­დ­ვი­ლი ფეხ­ბურ­თის ფა­სი. სწო­რედ ამი­ტომ, ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი სტუმ­რებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ ძა­ლი­ან მა­გარ მუნ­დი­ალს, სა­ფეხ­ბურ­თო სა­მოთხეს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი მო­ლო­დი­ნი აქვს თი­თო­ე­ულს, ვი­საც ბრა­ზი­ლია 2014-ზე აზ­რი ვკითხეთ.

გთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბებს მსოფ­ლი­ოს რი­გით მე­ო­ცე ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სა­ხებ.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი – პო­ლი­ტი­კო­სი

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ხან­და­ხან იც­ვ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ხან­და­ხან კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა – უბ­რა­ლოდ, ვი­ღაც ხდე­ბა ჩემ­პი­ო­ნი, ფეხ­ბურ­თ­ში კი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არა­ფე­რი ხდე­ბა. ეს მუნ­დი­ა­ლი, ვფიქ­რობ, ისე­თი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს რომ შეც­ვ­ლის და გეტყ­ვით რა­ტომ. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში აშ­კა­რად ამო­წუ­რა თა­ვი მო­საწყენ­მა ფეხ­ბურ­თ­მა. დღეს ამ თა­მაშს სჭირ­დე­ბა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი. დღეს სა­ერ­თოდ არ არის არ­ცერ­თი ზე­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი. აქ არი­ან მე­სი, რი­ბე­რი, რო­ნალ­დუ, მაგ­რამ არ­ცერ­თი არ არის, ვთქვათ, რო­ნალ­დო, პე­ლე, მა­რა­დო­ნა, ზი­და­ნი და ა.შ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი დრო ცო­ტა მო­საწყე­ნი­ა, მით უმე­ტეს, რომ მე­სიმ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მო­უკ­ლო და სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია – რა­ღაც უნ­და მოხ­დეს.

ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი­ა, რო­დე­საც ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბი მუნ­დი­ალ­ზე შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის გა­რე­შე მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი მხო­ლოდ მწვრთნე­ლი­ა. ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რებ­ში დღეს El Fenomeno-ს დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლი არ არის, მაგ­რამ შე­მად­გენ­ლო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი­ა. ძა­ლი­ან კარ­გი დაც­ვა, საკ­მა­ოდ კარ­გი ნა­ხე­ვარ­დაც­ვა და თავ­დას­ხ­მა, სა­დაც ნე­ი­მა­რი­ა, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ უნ­და და­ამ­ტ­კი­ცოს. ის ისეთ გუნ­დ­ში, ისეთ პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მე­სი­ზე აწყო­ბილ გუნ­დ­ში არ­გენ­ტი­ნე­ლი და­ჩაგ­რო. ეს მხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი და არა გუნ­დ­ში, სა­დაც ერთ ბუ­ნაგ­ში ორი ლო­მი­ა, რაც არც მი­მაჩ­ნია სწორ იდე­ად. არის თუ არა ნე­ი­მა­რი ის დო­ნე, რა­საც მის­გან ელი­ან, მუნ­დი­ალ­მა უნ­და გა­მო­ა­ჩი­ნოს. ის კი აშ­კა­რა­ა, რომ ნე­ი­მა­რი უფ­რო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი­ა, ვიდ­რე კლუ­ბის.

Neymar and Luiz Felipe Scolari
მე­სი ისე­თი არ­გენ­ტი­ნე­ლი­ა, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ყო­ფი­ლი კო­ლო­ნი­ი­დან წა­მო­სუ­ლი ფრან­გი. მე­სი არ­გენ­ტი­ნის გა­მო თავს არ მო­იკ­ლავს, მა­შინ რო­დე­საც რო­ნალ­დოს, ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­ზე მე­ტად, თა­ვის დრო­ზე სამ­ხედ­რო­ო­ბა სურ­და, რომ ქვე­ყა­ნა და­ეც­ვა. ბრა­ზი­ლი­ა­ში პატ­რი­ო­ტიზ­მი ჯერ კი­დევ ისე­თი ხა­სი­ა­თი­სა­ა, რო­გო­რიც უნ­და იყოს ასეთ ქვეყ­ნებ­ში. იქ ყვე­ლა უცხო­ე­ლი ეზიზღე­ბათ, ყვე­ლა ში­ნა­უ­რი კი უყ­ვართ. ეს ხალ­ხი არ და­უშ­ვებს ში­და და­პი­რის­პი­რე­ბის არა­ნა­ირ გა­მოვ­ლი­ნე­ბას, რაც ნაკ­რებ­ზეც აისა­ხე­ბა.

ძა­ლი­ან კარ­გი­ა, რომ სკო­ლა­რიმ ნაკ­რებ­ში არ წა­იყ­ვა­ნა არ­ცერ­თი ზე­გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც იქ ბრა­ზი­ლი­უ­რი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით ლი­დე­რობს. სკო­ლა­რის­თ­ვის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან მკაც­რი მწვრთნე­ლი­ა. ის, რომ წარ­მო­შო­ბით იტა­ლი­ე­ლი­ა, ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის­თ­ვის ნიშ­ნავს, რომ მა­ღა­ლი კლა­სი­სა­ა. იქ იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბა ძა­ლი­ან ფა­სობს. გუნ­დ­ში არ არის რო­ნალ­დი­ნი­ო, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის გა­მო ვარ­ჯი­შებს გა­აც­დენს. ვნა­ხოთ, რო­გორ შეძ­ლებს ბრა­ზი­ლი­ის ასე­თი ნაკ­რე­ბი უფ­რო მე­ტის გა­კე­თე­ბას, ვიდ­რე შე­უძ­ლი­ა. ბრა­ზი­ლი­ის­თ­ვის ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ა, მე­ო­რე ად­გილს კი სჯობს, ჯგუ­ფი­და­ნაც ვერ გა­ვიდ­ნენ.

და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი – მწე­რა­ლი

მო­მა­ვა­ლი მუნ­დი­ა­ლის­გან, უპირ­ვე­ლე­სად, ვე­ლი ლა­მაზ სა­ნა­ხა­ო­ბას, რად­გან ნამ­დ­ვი­ლი შო­უ, სამ­წუ­ხა­როდ, არ გვაქვს არ­ცერთ არ­ხ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია (ზოგჯერ), მე­გა­შო­უ­საც კი უწო­დებს სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულს. რაც შე­ე­ხე­ბა ფეხ­ბურთს, მე მას არ გან­ვი­ხი­ლავ, რო­გორც მხო­ლოდ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას და ამი­ტო­მაც ბავ­შ­ვო­ბი­დან ვქო­მა­გობ მხო­ლოდ იბე­რი­ელ ნა­თე­სა­ვებს (ესპანელებსა და არ­გენ­ტი­ნე­ლებს). თუმ­ცა ერ­თხელ (კონკრეტულად კი 1990 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე), იტა­ლი­ე­ლებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გა­მო და მათ შო­რის იყო ეტ­რუს­კუ­ლი ფაქ­ტო­რიც. ჩე­მი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი კი, რა თქმა უნ­და, არ­გენ­ტი­ნა­ა, სა­მი მი­ზე­ზის გა­მო: ჩე­მი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო 1978 წლის არ­გენ­ტი­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი და ბავ­შ­ვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, მარ­თ­ლა მა­რა­დი­უ­ლი ემო­ცი­ა­ა. მე­ო­რე მი­ზე­ზი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­ე­გო მა­რა­დო­ნა­ა, რომ­ლის მსგავ­სი, არა­ფე­რი შო­ბი­ლა ფეხ­ბურ­თის­თ­ვის და მე­სა­მე და (შეიძლება) მთა­ვა­რი, პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერ­საც შე­ი­ცავს – არ­გენ­ტი­ნა პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა (არამეზობლებს შო­რის), რო­მელ­მაც 1918 წლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა...

The Spanish national team celebrating their victory in South Africa 2010
ობი­ექ­ტუ­რად ორი მთა­ვა­რი მი­ნუ­სი აქვს ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს: ყვე­ლა­ზე გა­აფ­თ­რე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა­ნი ჩემ­პი­ო­ნებს ეთა­მა­შე­ბი­ან. და მე­ო­რე – ნე­ბის­მი­ერ გუნდს შე­უძ­ლია მა­თი თა­მა­შის ისე შეს­წავ­ლა, რო­გორც ეს „ბარსას" შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­და, მაგ­რამ იმე­დი­ა, მათ ად­ვი­ლად ვერ და­ა­მარ­ცხე­ბენ და ჩვენც მა­თი თა­მა­შის­გან, ამ ზაფხულ­საც მი­ვი­ღებთ დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

იმე­დი­ა, რომ ივ­ნი­სამ­დე ჯერ კი­დევ არის დრო და ლეო მე­სი, მა­რა­დო­ნას ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის გა­და­კითხ­ვას მო­ას­წ­რებს, სა­დაც ყვე­ლა­ზე კარ­გად არის ახ­ს­ნი­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რის არ­სი და ლეო მე­სიც სულ სხვა დღე­სას­წა­ულს გვა­ჩუ­ქებს. სხვა­თა შო­რის, ბრა­ზი­ლი­ა­ში ახ­ლა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის ეში­ნი­ათ, რომ არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი ურუგ­ვა­ე­ლე­ბი­ვით არ მო­იქ­ც­ნენ, რომ­ლებ­მაც 1950 წელს, „მარაკანაზე" და­ა­მარ­ცხეს მას­პინ­ძ­ლე­ბი. თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც სა­ფეხ­ბურ­თო ზე­ი­მია და თუ ბევ­რი კარ­გი მატ­ჩი იქ­ნე­ბა მო­ახ­ლო­ე­ბულ მუნ­დი­ალ­ზე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენც ბევ­რი და­უ­ვიწყა­რი სა­ღა­მო გვე­ლის და ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვი­ღებთ, რო­მელ­საც ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა...

ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი – ექი­მი, იუმო­რის­ტი

ბევ­რი კარ­გი გუნ­დი­ა, ბევ­რი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი ითა­მა­შებს. თუმ­ცა, ტრავ­მე­ბიც არის – გუ­ლი დამ­წყ­დე­ბა, თუ ფალ­კაო არ იქ­ნე­ბა კო­ლუმ­ბი­ის ნაკ­რებ­ში და, მა­გა­ლი­თად, დი მა­რი­ა­საც ტრავ­მა აქვს. საქ­მე იმა­ში კი არ არის, რომ ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გუნ­დ­ში ირიცხე­ბოდ­ნენ, არა­მედ მათ უნ­და გვაჩ­ვე­ნონ სა­უ­კე­თე­სო თა­მა­ში.

ბევ­რი ისე­თი გუნ­დი­ა, ვის­გა­ნაც სი­ურ­პ­რიზს ვე­ლი. ასე­თია ჩემ­თ­ვის კოტ დ'ი­ვუ­ა­რის ნაკ­რე­ბი, ასე­ვე ბოს­ნი­ი­სა და ბელ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დე­ბი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ურუგ­ვაი რო­გორ ითა­მა­შებს, რად­გან ლუ­ის სუ­ა­რე­სი დღეს ერ­თ­-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­ს­ხ­მე­ლია და არც სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან ჩა­მო­სა­წერ­ნი. ვე­ლი, რომ იქ­ნე­ბა ფეხ­ბურ­თის დი­დი ზე­ი­მი, ბევ­რი კარ­გი ნაკ­რე­ბი­სა და ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

Robin van Persie
მე ჰო­ლან­დი­ის ნაკ­რებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ და რა თქმა უნ­და მსურს, რომ ყვე­ლა ტურ­ნირ­ში გა­ი­მარ­ჯ­ვოს, თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რად ეს რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. რო­ბინ ვან პერ­სი მუნ­დი­ალს იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში ვერ შეხ­ვ­დე­ბა, ასე­ვე პრობ­ლე­მა­ა, რომ კლუ­ბებ­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი ფი­გუ­რე­ბი უკ­ვე ასაკ­ში არი­ან, მა­გა­ლი­თად, არი­ენ რო­ბე­ნი და უეს­ლი სნე­ი­დე­რი. დღეს ვერც ვან დერ ვა­არ­ტი, ვერც ელ­ჯე­რო ელი­ა, ან იგი­ვე იბ­რა­ჰიმ აფე­ლა­ი, ვერ წარ­მო­ად­გე­ნენ დიდ ძა­ლას. დაც­ვის ხა­ზი, სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ ასა­კო­ვა­ნი­ა. ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბაც მა­ინ­ც­და­მა­ინც ისე­თი კაშ­კა­შა არ არის და ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ვან გა­ლის წარ­მა­ტე­ბა გუნ­დის მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში გაყ­ვა­ნა იქ­ნე­ბა. თუ ჰო­ლან­დია მოხ­ვ­დე­ბა პირ­ველ რვა გუნ­დ­ში, ამ ფორ­მა­ცი­ის ნაკ­რე­ბის­თ­ვის ეს წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, არა­ვინ იცის რა მოხ­დე­ბა, სი­ურ­პ­რი­ზე­ბის­გან არა­ვი­ნაა დაზღ­ვე­უ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ნაკ­რე­ბი უფ­რო შორ­საც წა­ვა.

გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე – ეკო­ნო­მის­ტი

კარ­გა ხა­ნი­ა, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მო­ლო­დი­ნი დი­დი­ა, რად­გან იქ სხვა ტი­პის ხალ­ხი­ა, რო­მე­ლიც სულ სხვა­ნა­ი­რად უდ­გე­ბა ფეხ­ბურთს. უდი­დე­სი ფაქ­ტო­რი­ა, რომ მუნ­დი­ა­ლი ბრა­ზი­ლი­ა­ში ჩა­ტარ­დე­ბა და ნე­იტ­რა­ლუ­რი გულ­შე­მატ­კივ­რის მხრი­დან არის მო­ლო­დი­ნი, რომ ბრა­ზი­ლია გა­ი­მარ­ჯ­ვებს. იდე­ა­ლურ ვა­რი­ან­ტ­ში, ჩემ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბო­და ბრა­ზი­ლია-უ­რუგ­ვა­ი, რო­მელ­საც მას­პინ­ძ­ლე­ბი მო­ი­გებ­დ­ნენ.

ასე ვთქვათ, ნაკ­ლე­ბად ფა­ვო­რი­ტი გუნ­დე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტს პორ­ტუ­გა­ლი­ის­გან ვე­ლი. რო­ნალ­დუს­თ­ვის რე­ა­ლუ­რად ეს ბო­ლო შან­სი­ა, რომ გა­იბ­რ­წყი­ნოს. პი­რა­დად ის ძა­ლი­ან მომ­წონს. გუნ­დი პორ­ტუ­გა­ლი­ელს მის­ნა­ი­რად ძლი­ე­რი არ ჰყავს, მაგ­რამ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა მა­თი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ნახ­ვა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მა­გა­ლი­თად, არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის­გან, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებს უკე­თე­სი დაც­ვა ჰყავთ. თუნ­დაც ამი­ტომ, მგო­ნი რო­ნალ­დუს მე­ტი შან­სი აქვს, რომ გა­იბ­რ­წყი­ნოს, ვიდ­რე მე­სის.

ვფიქ­რობ, ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებს ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა რაც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ეს ჯე­რარ­დის ტრავ­მა იქ­ნე­ბა. ის წლე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით უკან­და­წე­უ­ლი პლე­ი­მე­ი­კე­რი­ა, რო­გო­რიც გუნ­დ­ში მე­ო­რე არ არის. ამი­ტომ, იმე­დია, ლი­ვერ­პუ­ლის ლე­გენ­დას არა­ფე­რი მო­უ­ვა და ჯან­მ­რ­თე­ლად იქ­ნე­ბა, თო­რემ ინ­გ­ლისს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნე­ბა.

Steven Gerrard
ძა­ლი­ან მე­უც­ნა­უ­რა ეშ­ლი კო­უ­ლის არ­წაყ­ვა­ნა. შე­იძ­ლე­ბა ეს ფეხ­ბურ­თე­ლი ჩელ­სი­ში ბო­ლო დროს ნაკ­ლე­ბად თა­მა­შობს, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ბე­ინ­სი ცუ­დი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, მაგ­რამ რო­ცა საქ­მე მუნ­დი­ალს ეხე­ბა, ვფიქ­რობ, ეშ­ლი კო­უ­ლი გა­ნაცხად­ში უნ­და გყავ­დეს, ამი­ტომ ეს შეც­დო­მად მი­მაჩ­ნი­ა.

ინ­გ­ლისს გა­უ­მარ­თ­ლა, რომ პირ­ვე­ლი თა­მა­ში იტა­ლი­ას­თან აქვს, გუნ­დ­თან, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ცუ­დად იწყებს. მგო­ნი­ა, რომ ჯგუ­ფი­დან ინ­გ­ლის­თან ერ­თად ურუგ­ვაი გა­ვა. ამის შემ­დეგ, გა­აჩ­ნია ვის შეხ­ვ­დე­ბა, მაგ­რამ ერთ კონ­კ­რე­ტულ მატ­ჩ­ში ინ­გ­ლი­სი გან­წი­რუ­ლი არა­ვის­თან იქ­ნე­ბა.

და­თო ფორ­ჩხი­ძე – მუ­სი­კო­სი

ვფიქ­რობ, დღეს ფეხ­ბურ­თ­ში პა­ტა­რა კრი­ზი­სი­ა, არის ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა. ორი სუ­პერ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი არ­სე­ბობს, რაც 2006 წელს არ იყო. რო­ნალ­დუს პორ­ტუ­გა­ლია თუ დაძ­ვ­რა ჯგუ­ფი­დან, შემ­დეგ უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რი გზა ჰქონ­დეს, მაგ­რამ დიდ წარ­მა­ტე­ბებს მა­ინც ვერ ვუ­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სის არ­გენ­ტი­ნას, მე­ოთხედ­ფი­ნა­ლამ­დე არა მგო­ნია მას რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნას.

რო­დე­საც ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კულ ფეხ­ბურთს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, რად­გან იქ მე­ტი სი­ლა­მა­ზე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი­ა, ეს დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩემ­თან აღარ მო­დის. და­ირ­ღ­ვა ბა­ლან­სი, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლე­ბი აღარ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი აირია და ვინც კონ­კ­რე­ტულ მატ­ჩ­ში უფ­რო კარ­გად ას­პა­რე­ზობს, ის იმარ­ჯ­ვებს.

საფ­რან­გეთს ჯგუ­ფის მხრი­ვაც გა­უ­მარ­თ­ლა და ისე­დაც, ცუ­დი გუნ­დი არ ჰყავს. ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე არ ვსა­უბ­რობ, მაგ­რამ დე­შა­მის გუნდს შორს გას­ვ­ლა შე­უძ­ლი­ა. ვერ ვხე­დავ იმის პერ­ს­პექ­ტი­ვას, რომ ფრან­გე­ბი ჯგუფ­ში ჩარ­ჩ­ნენ, მით უმე­ტეს რომ ეს ის გუნ­დი აღარ არის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ, რო­გორც ეს 2002-ში მოხ­და. ჩე­მი პროგ­ნო­ზი საფ­რან­გე­თის­თ­ვის მი­ნი­მუმ მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლა­ა.

Franck Ribéry
საფ­რან­გეთს ჰყავს რო­გორც ყო­ველ­თ­ვის კარ­გი მე­კა­რე, კარ­გი კი არა, ზედ­მე­ტად კარ­გი ნა­ხე­ვარ­დაც­ვაც კი და მშვე­ნი­ერ ფორ­მა­ში მყო­ფი ბენ­ზე­მა წინ. ცო­ტა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი­ა, თუ ვინ იქ­ნე­ბი­ან ცენ­ტ­რა­ლუ­რი მცვე­ლე­ბი, მაგ­რამ აქაც დი­დი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. ერ­თი რაც არის, გუნ­დ­ში არ არის ზი­და­ნის მსგავ­სი ფი­გუ­რა. რი­ბე­რი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა ასე­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი­ა. მე­სიც და რო­ნალ­დუც ფრან­გ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან, ისე­თე­ბი, მთე­ლი მატ­ჩის ბედს რომ წყვე­ტენ. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მე­სის ან რო­ნალ­დუს შე­და­რე­ბას ახ­დე­ნენ ზი­დან­თან, ვეტყ­ვი, რომ ორი­ვე ერ­თად გა­ა­ერ­თი­ა­ნონ და მას­თან შან­სის ნა­სა­ხიც კი არ ექ­ნე­ბო­დათ. რი­ბე­რი მა­ინც რი­ბე­რია და მი­სი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, საფ­რან­გე­თის­გან რა­ღაც გრან­დი­ო­ზულს არ ვე­ლი, მაგ­რამ მგო­ნი­ა, რომ მუნ­დი­ალ­ზე ბევრს გა­ამ­წა­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელს, ჩე­მი აზ­რით, ისე­თი მე­სი, რო­მე­ლიც მთელ მო­ე­დანს ატყუ­ებ­და და გო­ლე­ბი გაჰ­ქონ­და, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ დას­რულ­და და აღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა. უნ­და მი­ვეჩ­ვი­ოთ ისეთ მე­სის, რო­მე­ლიც ასე­ვე მა­გა­რი­ა, ოღონდ იმ­დე­ნი გო­ლე­ბი ვე­ღარ გა­აქვს. ასე­თი მე­სი – პა­სე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი და გუნ­დუ­რად მო­თა­მა­შე, არა­ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა და სწო­რედ ასეთს ვე­ლი მე მას მუნ­დი­ალ­ზე. თუმ­ცა იმა­ზე, რომ არ­გენ­ტი­ნე­ლი ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 2-3 გოლს ნამ­დ­ვი­ლად გა­ი­ტანს, ფსონს ჩა­მოვ­დი­ვარ. მე­სი პირ­ველ თა­მაშ­ში გოლს აუცი­ლებ­ლად გა­ი­ტანს.

გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე – იუმო­რის­ტი

დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იქ­ნე­ბა. იმა­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისევ ის მო­ი­გებს, ვი­საც აქამ­დე მო­უ­გი­ა. ერ­თა­დერ­თი, ვი­საც შე­უძ­ლია ასე­თებს კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს, ბელ­გია მგო­ნი­ა, რო­მელ­საც კარ­გი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს. ბრა­ზი­ლი­ე­ლებს კარ­გი შან­სი აქვთ გა­მარ­ჯ­ვე­ბის, კარ­გი ქვეჯ­გუ­ფი აქვს არ­გენ­ტი­ნას, ურუგ­ვა­ის – ცუ­დი. კო­ლუმ­ბი­ე­ლებს კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავთ ცალ­კე აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ერ­თად რას იზა­მენ, ვნა­ხოთ. ჩი­ლეც არ არის ური­გო გუნ­დი, მაგ­რამ ცუდ ქვეჯ­გუფ­ში მოხ­ვ­და. ძვე­ლი წე­სი რომ იყოს, რო­დე­საც კარ­გი მე­სა­მეად­გი­ლოს­ნე­ბი გა­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. ეს ხუმ­რო­ბით, ისე კი, კი­დევ რომ გავ­ყ­ვეთ, ჰო­ლან­დი­ის­გა­ნაც არ ვე­ლი მუნ­დი­ალ­ზე რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს, რად­გან შე­მად­გენ­ლო­ბა არ არის შთამ­ბეჭ­და­ვი.

დღეს ფეხ­ბურ­თი იმ­დე­ნად შუქ­დე­ბა, რომ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ახალ ვარ­ს­კ­ვ­ლავს სა­ერ­თოდ არ ვე­ლი. კარ­გი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბე­ბი­დან ყვე­ლა ვი­ცით, ცუ­დებს კი ასე­თე­ბი იშ­ვი­ა­თად ჰყავთ და თუ არი­ან ასე­თე­ბი, ჩვენ­თ­ვის უც­ნო­ბე­ბიც არ რჩე­ბი­ან.

Andrea Pirlo
დღე­ვან­დელ იტა­ლი­ის ნაკ­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, მას ყვე­ლა­ფერ­ზე შე­უძ­ლია პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს. იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე 2006 წელს გა­მიკ­ვირ­და სკუ­ად­რა აძუ­რას ჩემ­პი­ო­ნო­ბა, წელს ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა. წინ ბა­ლო­ტე­ლი ჰყავთ, დაც­ვა­ში ვინც არ უნ­და ჰყავ­დეთ, რა გვა­რიც არ უნ­და იყოს, იტა­ლი­ე­ლებ­მა ეს საქ­მე იცი­ან. შუა ხაზ­ში არის პირ­ლო, რო­მელ­მაც ალ­ბათ დღეს ბურთს რა უნ­და უქ­ნას კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში, ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის მსოფ­ლი­ო­ში. და­ნარ­ჩე­ნი, შიგ­ნით ერ­თ­მა­ნეთ­ში რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, არ ვი­ცი, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­გ­ლი­სის მსგავ­სად, ერ­თ­მა­ნე­თის ცო­ლებ­თან ძრო­მი­ა­ლის ამ­ბა­ვი არ გაგ­ვი­გო­ნი­ა. ისეც, ვფიქ­რობ, იტა­ლი­ას უკე­თე­სი შან­სი აქვს ამ მუნ­დი­ალ­ზე, ვიდ­რე ინ­გ­ლისს.

შარ­შან ერე­ვან­ში ვნა­ხე იტა­ლი­ე­ლე­ბის თა­მა­ში. ეს გუნ­დი პირ­ლო­ზეა აწყო­ბი­ლი და ისიც ლი­დე­რის ფუნ­ქ­ცი­ებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითავ­სებს. ეს ფეხ­ბურ­თე­ლი პა­სებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად არი­გებს და ვფიქ­რობ, ვინც არ უნ­და იყოს თავ­დამ­ს­ხ­მე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე, ნე­ბის­მი­ე­რის­თ­ვის დი­დი კომ­ფორ­ტია პირ­ლოს­ნა­ი­რი პარ­ტ­ნი­ო­რის ყო­ლა. ასე რომ, იტა­ლი­ის­გან ყვე­ლა­ფერს უნ­და ვე­ლო­დოთ.

გი­გა ბო­კე­რია – პო­ლი­ტი­კო­სი

შე­იძ­ლე­ბა ამას არ ჰქონ­დეს ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­ს­ნა, მაგ­რამ თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, გა­მო­ვა, რომ სა­ფეხ­ბურ­თო ქვე­ყა­ნა­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ყო­ველ­თ­ვის უკე­თე­სი გა­მო­დის. ამი­ტომ, არის მო­ლო­დი­ნი, რომ კი­დევ ერთ დიდ და ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნავ ტურ­ნირს ვნა­ხავთ. დრო­ის ფაქ­ტო­რიც მოხ­ს­ნი­ლია – რომ გა­დავ­ხე­დე, ნორ­მა­ლურ დროს ემ­თხ­ვე­ვა თა­მა­შე­ბი და მოკ­ლედ, მა­გა­რი მუნ­დი­ა­ლის იმე­დი მაქვს.

ვერ ვიტყ­ვი, რომ ვე­ლი ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლის გაბ­რ­წყი­ნე­ბას, ვი­სი გვა­რიც აქამ­დე არ გა­მი­გო­ნი­ა. მე ბავ­შ­ვო­ბი­დან არ­გენ­ტი­ნას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, იმ არა­ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­მო, რომ სამ­წუ­ხა­როდ ჩვენ სა­კუ­თა­რი გუნ­დი არ გვყავ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე სუ­ა­რე­სის თა­მა­შის ნახ­ვა მსურს. ის გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შე­ა, ძა­ლი­ან კარ­გი სე­ზო­ნი ჰქონ­და და ურუგ­ვა­ის ქვეჯ­გუ­ფიც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო­ა. სა­ერ­თო­დაც, ეს გუნ­დი ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი და მებ­რ­ძო­ლი სუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი­ა, რაც მას კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველს ხდის.

ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში მა­ლა­გას მე­კა­რის, კა­ბა­ლი­ე­როს არ­წაყ­ვა­ნა. შე­საძ­ლოა რო­მე­რო კარ­გი მე­კა­რე იყო, მაგ­რამ რო­დე­საც სე­ზონ­ში არ უთა­მა­ში­ა, ახ­ლა პირ­ველ მე­კა­რედ მი­სი გა­მო­ძა­ხე­ბა, არ მგო­ნია სწო­რი იყოს.

Lionel Messi
მე­კა­რის შემ­დეგ, გა­უ­გე­ბა­რია კამ­ბი­ა­სოს არ­გა­მო­ძა­ხე­ბა. გა­გოს ტრავ­მა აქვს მო­სა­შუ­შე­ბე­ლი და ამ ფონ­ზე, თუ ბი­ლი­ას ან ბა­ნე­გას რა­ი­მე შე­ემ­თხ­ვა, კამ­ბი­ა­სოს კლა­სი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ფეხ­ბურ­თელ­ზე უარის თქმა არას­წო­რი მგო­ნი­ა. პი­რა­დად, იკარ­დი­ზე უარის თქმაც პრობ­ლე­მა მგო­ნი­ა. ის მშვე­ნი­ე­რი შემ­ც­ვ­ლე­ლი იქ­ნე­ბო­და იგუ­ა­ი­ნის­თ­ვის. დაც­ვა­ში სი­ურ­პ­რი­ზე­ბი არ არის – დე­მი­კე­ლი­სი და გონ­ზა­ლო ლო­გი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო, ერ­თა­დერ­თი მარ­ცხე­ნა მცვე­ლის პო­ზი­ციაა არ­გენ­ტი­ნის და­რი გუნ­დის­თ­ვის სუს­ტი. სა­ერ­თო ჯამ­ში, ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა შუა ხა­ზი მგო­ნი­ა. გა­გოს, ბი­ლი­ას, ბა­ნე­გას ფორ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­რის­კო ფაქ­ტო­რი­ა.

რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებს, ეს იქ­ნე­ბა არ­გენ­ტი­ნის ჩემ­პი­ო­ნო­ბა და არა­ფე­რი სხვა. ჩა­ვარ­დ­ნად ჩა­ით­ვ­ლე­ბა ოთხე­ულ­ში ვერ­გას­ვ­ლა, ეს კა­ტას­ტ­რო­ფა იქ­ნე­ბა. მით უმე­ტეს, რომ მე რაც მახ­სოვს, ასე­თი სუს­ტი ჯგუ­ფი არ­გენ­ტი­ნას არა­სო­დეს ჰქო­ნი­ა. შემ­დე­გაც, მერ­ვედ­ფი­ნალ­ში იმის შან­სი, რომ სე­რი­ო­ზული გუნ­დი და­ე­ჯა­ხოს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს და გა­მო­დის, რომ პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი თა­მა­ში არ­გენ­ტი­ნას მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში ელის. ამი­ტომ, ოთხე­ულ­ში არ­გას­ვ­ლა კა­ტას­ტ­რო­ფა იქ­ნე­ბა.

ამ შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე, პირ­ვე­ლად იმ პე­რი­ოდ­ში, რა­საც მე­სის ვუ­ყუ­რებ არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში, იყო ლი­დე­რი. გუნ­დიც კარ­გად თა­მა­შობ­და, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ორ თა­მაშს და მე­სიც საკ­ვან­ძო თა­მა­შებ­ში აჩენ­და ლი­დე­რის თვი­სე­ბებს. ამი­ტომ, კლი­შეს, რომ მე­სი ნაკ­რებ­ში ვერ თა­მა­შობს, არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. წინ ვის­თან ერ­თა­დაც თა­მა­შობს, კარ­გად არის შეწყო­ბი­ლი, რაც ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. უარ­ყო­ფი­თი ის არის, რომ ბო­ლო დროს კარგ ფორ­მა­ში ვერ არის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც უკე­თე­სის სურ­ვილს ტო­ვებს. მე მა­ინც მგო­ნი­ა, რომ მე­სის პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბა და ეს მის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იქ­ნე­ბა. უფ­რო იმა­ზე ვღე­ლავ, რა პრობ­ლე­მებ­ზეც ზე­მოთ ვსა­უბ­რობ­დით. ჩე­მი მო­ლო­დი­ნი მე­სის­თან ერ­თად, იგუ­ა­ი­ნის, დი მა­რი­ას და აგუ­ე­როს­გან, არის ლა­მა­ზი და შე­ტე­ვი­თი თა­მა­შის ნახ­ვა.

ალექ­სან­დ­რე იაშ­ვი­ლი – ფეხ­ბურ­თე­ლი

პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი მაქვს კა­მე­რუ­ნის ნაკ­რე­ბის მი­მართ. ამ გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ფოლ­კერ ფინ­კე­ა, რო­მე­ლიც, გარ­და იმი­სა, რომ 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფრა­ი­ბურ­გ­ში ჩე­მი მწვრთნე­ლი იყო, ახ­ლო მე­გო­ბა­რი­ცა­ა. ამი­ტომ, კა­მე­რუ­ნე­ლებს ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ და ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჯგუ­ფი­დან გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ბელ­გი­ის ნაკ­რე­ბი, რად­გან შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე, ევ­რო­პა­ში ერ­თ­-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი იყო, ახალ­გაზ­რ­და და ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი.

რო­დე­საც გერ­მა­ნი­ა­ში სა­თა­მა­შოდ წა­ვე­დი, მა­თი ნაკ­რე­ბი სა­ერ­თოდ სხვა ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და. გუნ­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ლი­დე­რებ­ზე: კა­ნი, ზა­მე­რი, ეფენ­ბერ­გი – ამ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე იდ­გ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი. მომ­დევ­ნო წლებ­ში, ასე­თი მახ­სენ­დე­ბა ბა­ლა­კი, რის მე­რეც ნელ­-­ნე­ლა სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა და კლინ­ს­მან­სა თუ ლი­ოვს, ამის გა­მო, გერ­მა­ნი­ა­ში დღემ­დე ედა­ვე­ბი­ან. ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­მა­შებ­ში, რო­გო­რი­ცაა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი, ან ფი­ნა­ლი, რო­დე­საც გუნდს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა ლი­დე­რი, თუ არ წა­ვა თა­მა­ში, ხალ­ხი სწო­რედ ასე­თი ფეხ­ბურ­თის არარ­სე­ბო­ბას აბ­რა­ლებს. ამი­ტომ, შვა­ინ­შ­ტა­ი­გერს, ლამს – ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლებ­მაც საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს, ამ მუნ­დი­ალ­ზე მეტს სთხო­ვენ და ელი­ან, რომ იმა­ვე სი­მაღ­ლე­ებს ნაკ­რებ­შიც მი­აღ­წე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მწვრთნელ ლი­ოვს და ნაკ­რე­ბის მე­ნე­ჯერ ბირ­ჰოფს, ისი­ნი არ ამ­ბო­ბენ, რომ გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის მი­ზა­ნი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა­ა, მაგ­რამ მე თუ მკითხავთ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ყვე­ლა ამას ელის.

Reus and Götze
დღე­ვან­დე­ლი გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. რო­ი­სი, კრო­ო­სი, მი­უ­ლე­რი, შურ­ლე, გი­ოტ­ცე – ეს ბი­ჭე­ბი, ჩე­მი აზ­რით, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან. გერ­მა­ნი­ას არ ჰყავს მე­სი ან რო­ნალ­დუ, მაგ­რამ მა­თი სიძ­ლი­ე­რე იმა­ში­ა, რომ ყვე­ლა პო­ზი­ცი­ა­ზე ორი-­სა­მი ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი ირიცხე­ბა. ამის გარ­და, გუნ­დუ­რი თა­მა­ში ბუნ­დეს­გუნდს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დის.

მახ­სოვს, რო­დე­საც არა­გო­ნეს­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ წა­იყ­ვა­ნა რა­უ­ლი, დი­დი კრი­ტი­კა და­ატყ­და, მაგ­რამ რო­დე­საც მის­მა გუნ­დ­მა ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მწვრთნე­ლი მარ­თა­ლი იყო. ახ­ლაც ამ­ბო­ბენ, რომ ლი­ოვს გო­მე­სი უნ­და წა­ეყ­ვა­ნა, მან კი გუნ­დ­ში ოთხი ახალ­გაზ­რ­და ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­სა­ხე­ლა, მათ შო­რის მოხ­ვ­და ლე­ონ გო­რეც­კა, რო­მე­ლიც შარ­შან ჩემ­თან ერ­თად ბო­ხუმ­ში თა­მა­შობ­და. ვფიქ­რობ, ჯერ მთა­ვა­რია გუნ­დი რო­გორ ითა­მა­შებს, რა შე­დეგს მი­აღ­წევს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნ­და ვი­სა­უბ­როთ, თუ რა გა­ა­კე­თა მწვრთნელ­მა სწო­რად და რა – არა.

კომენტარები