აქცია

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეებმა აქცია გამართეს

ბექა კრიმინალი არ არის - ახალგაზრდებმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის ყოფილ შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, ბექა წიქარიშვილი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანა არასწორ ნარკოპოლიტიკას ატარებს. მათი თქმით, დაუშვებელია, მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელი 7-იდან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. ბექა წიქარიშვილი თბილისის მცხოვრები ახალგაზრდაა, რომელსაც ბრალად სწორედ დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა ედება.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია 2 ივნისს, კანცელარიასთანაც გაიმართება. ის საღამოს 6 საათზე დაიწყება.

კომენტარები