სტიქია

ჭიკაიძე: დარიალის ხეობაში დაკარგული 7 ადამიანის ვინაობა დადგენილია

დარიალის ხეობაში დაკარგული 7 ადამიანის ვინაობა დადგენილია, მათ შორის უკრაინის, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მინისტრის ინფორმაციით, მათი პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა. 

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის, რომ მდინარე თერგი კალაპოტს დაუბრუნდა, სამაშველო სამუშაოებს გააადვილებს. 

მეწყრის ზონაში უამინდობის გამო წუხელ, ძებნის ოპერაცია შეჩერებული იყო. მაშველებმა და ტექნიკამ მუშაობა დილით 06:00 საათზე განაახლეს. დამეწყრილ ზონაში 20 ერთეული ტექნიკაა შეყვანილი.

დარიალის ხეობაში მთა 17 მაისს მოწყდა. 

კომენტარები