უკანონო მოსმენები

ალასანია: მოსმენების საკითხზე გამოსავალი სწორი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაა

Irakli Alasania
Tabula

„მრავალი წლის განმავლობაში ცუდი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას უკანონოდ უსმენდა“, - თქვა მთავრობის სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ალასანია აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალი სწორი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაა. „საქართველოს მთავრობა რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აკეთებს, კანონის ყველანაირ ინტერპრეტაციას წერტილს დაუსვამს. მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს, სახელმწიფოს ასეთი საშუალებების გამოყენება, რა შემთხვევაში შეუძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს ალასანია. 

კომენტარები