ფარული ჩანაწერები

კალაძე: რუსთავი 2 ისევ აგრძელებს სიბინძურის პროპაგანდას

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს „სიბინძურის პროპაგანდაში" ადანაშაულებს.

„როდესაც ბატონი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინ კეთდებოდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკარგულია (მოსასმენი) აპარატურა და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიღაც მხარდამჭერის ხელშია და სწორედ მათ მიერ ხდება მოსმენები. ალბათ მეც მისმენენ, არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ არ მისმენენ", - განაცხადა კახა კალაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

მისი თქმით, „ძალიან ცუდია, რომ რუსთავი 2 ისევ აგრძელებს იმ ცხრაწლიან სამარცხვინო მოღვაწეობას და სიბინძურის პროპაგანდას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ვაძლევ პირობას მოსახლეობას, რომ აუცილებლად დასრულდება და მოეთხოვება პასუხი ყველა დამნაშავეს, ვისაც ამ სიბინძურეში ხელი ურევია".

კომენტარები