საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტატის თავჯდომარე აცხადებს, რომ მედიასაშუალებებს უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება არ გააჩნიათ.
„არ მახსენდება სისხლის სამართლის კოდექსში არცერთი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ უკანონო ჩანაწერის ფლობის და გავრცელების უფლება ჰქონდეს ჟურნალისტს და მას აქვს ინდულგენცია და ხელშეუხებლობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეთერში.
მისი თქმით, „კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც იმას ნიშნავს, რო უკანონო ჩანაწერის შენახვის და გავრცელების უფლება არავის აქვს".
„მედიის თავისუფლებას და ჟურნალისტური საქმიანობას ნუ ავურევთ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლში, ეს სხვადასხვა რამეა. ეს ეხება ლეგალურად განხორციელებულ ჩანაწერებს. ჩვენ ვლაპარაკობთ უკანონოდ მოპოვებულ მასალაზე, რაც დანაშაულებრივი საგანია", - განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის განცხადებთ, რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორ ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები აქვს, ვალდებულია ისინი გამოძიებას წარუდგინოს.





