პროექტი - თბილისის ადვოკატი

ჯინჭარაძე: საკრებულომ მერიის პროექტი - თბილისის ადვოკატი არ დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს ბიურომ მერიის პროექტი - თბილისის ადვოკატი არ დაამტკიცა, - თქვა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ  დავით ჯინჭარაძემ.

ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ „თბილისის მერია ასეთი უპასუხისმგებლო პროექტების მეშვეობით თანხების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს“.

როგორც დავით ჯინჭარაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე პროექტის ოფიციალური მმართველი არ არის, რეალურად, პროექტისთვის განკუთვნილ 1.5 მილიონ ლარს სწორედ, იგი განკარგავს.

ჯინჭარაძე მერიას კონკურსის ჩატარაბისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ  პროექტის განხორციელების საშუალება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა მიეცეთ.

საკრებულოს ოქმი და დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიას 5 მაისს გადაეგზავნება.  

კომენტარები