ადგილობრივი არჩევნები 2014

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე წინასარჩევნო დარღვევები განიხილეს

წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კომისიას მიაწოდეს.

თეა წულუკიანმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, კომისიას მიაწოდონ იმ ადამიანების სიები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისას ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მათ უწყებათაშორის კომისიას კიდევ რამდენიმე შენიშნა მიაწოდეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ყურადღება პოლიტიკურ დევნაზე გაამახვილა. უწყებათაშორის კომისიას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიაწვდიან.

კომენტარები