კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა ძალოვნებმა სლავიანსკის შტურმი დაიწყეს

უკრაინელმა ძალოვნებმა ქალაქ სლავიანსკის შტურმი დაიწყეს, რომელიც პრორუსი სეპარატისტების მიერ არის ოკუპირებული. ქალაქში რამდენიმე მხრიდან ჯავშანტექნიკის თანხლებით სპეცრაზმი შევიდა, ქალაქის თავზე საბრძოლო ვერტმფრენები დაფრინავენ. სპეცრაზმელებმა ქალაქის შესასვლელში ამბოხებულების რამდენიმე ბლოკსაგუშაგო აიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტაკებაში ხუთი ტერორისტია მოკლული, სამი უკანონო ბლოკსაგუშაგო განადგურებულია. ძალოვნების მხრიდან ერთი მებრძოლი დაიჭრა. 

გასულ ღამეს ძალოვნებმა ქალაქ არტიომოვსკში სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოიგერიეს, ასევე აღადგინეს კონტროლი ქალაქ სვიატოგორსკზე და ქალაქ მარიუპოლში მერიის შენობაზე.

კომენტარები