კრიზისი უკრაინაში

სლავიანსკის თვითგამოცხადებული მერი რუსი სამშვიდობოების დახმარებას ითხოვს

სლავიანსკის თვითგამოცხადებული მერი ვიაჩესლავ პონომარიოვი
გენია სავილოვა / Getty Images

საინფორმაციო სააგენტო RT სლავიანსკის თვითგამოცხადებული მერის, ვიაჩესლავ პონომარიოვის, მიმართვას ავრცელებს. 

პონომარიოვი პუტინს თხოვნით მიმართავს უკრაინელი ხალხის მემარჯვენე აგრესორებისგან დასაცავად დონეცკის, ხარკოვის და ლუხანსკის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდო ძალების მობილიზაცია მოახდინოს.

პონომარიოვი აღნიშნავს, რომ მემარჯვენე რადიკალების დაშოშმინება მხოლოდ რუსეთის დახმარებით იქნება შესაძლებელი. 

"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჩვენი პატარა პროვინციული ქალაქის დაპყრობას ცდილობენ ფაშისტები, კლავენ ჩვენს ძმებს, ახორიცელებენ ღია სამხედრო ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. სწორედ ამის გამო, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ უახლოეს მომავალში განიხილოთ რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ჩვენს ტერიტორიაზე შემოყვანის შესაძლებლობა, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა ორგანიზაცია მარჯვენა სექტორისა და უკრაინული გვარდიისგან, რომელთა გამოჩენასაც თან ყოველთვის მსხვერპლი ახლავს. მათ სურთ გვაქციონ მონებად. არც კი გველაპარაკებიან, უბრალოდ გვკლავენ" - ნათქვამია პონომარიოვის მიმართვაში. 

სლავიანსკის თვითგამოცხადებული მერის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სლავიანსკში 20 აპრილს, მიახლოებით დილის პირველ საათზე შეიარაღებული შეტაკება მოხდა. 

 

კომენტარები