კრიზისი უკრაინაში

დონეცკის ვითარების გამო ტურჩინოვმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა

ria.ru

დონეცკში შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ალექსანდრ ტურჩინოვმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. სხდომა, უკრაინის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

შეიარაღებულმა პრორუსულმა აქტივისტებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ სლავიანსკში მილიციის შენობა დაიკავეს. მათ რუსეთის დროშა აღმართეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შენობაში 20 შეიარაღებული მამაკაცი იმყოფება, რომლებიც წარმოადგენენ დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის საინიციატივო ჯგუფს და მათი მიზანი მომიტინგეებისთვის იარაღის დარიგებაა. აქტივისტებს ხელისუფლების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები არ ჰქონიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა მათ "ტერორისტები" უწოდა და თქვა, რომ მომხდარს ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები