წინასაარჩევნო გარემო

ენმ-ის მერობის კანდიდატს ბრიფინგი არ ჩაატარებინეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დიდ დიღომში ეროვნულ-სამედიცინო ტრეინინგ ცენტრის შენობასთან მივიდა მშენებლობის შეჩერების გასაპროტესტებლად. თუმცა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

ნიკა მელიამ ბრიფინგი ეროვნულ-სამედიცინო ტრეინინგ ცენტრის შენობაში მოგვიანებით გამართა და აღნიშნული ტრეინინგ-ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს გუშინ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ. გარდა ამისა, დღეს ენმ-ის შეხვედრა-ბრიფინგები ჩაიშალა საქართველოს ოთხ ქალაქში. ქართული ოცნების აქტივისტებმა მათ პრეზენტაციების გაკეთების საშუალება არ მისცეს.

კომენტარები