აშშ

აშშ-ში მოსწავლემ 20-მდე საკუთარი სკოლელი დანით დაჭრა

AFP

პენსილვანიის შტატში, პიტსბურგის მახლობლად სკოლაში ერთმა ადამიანმა 20-მდე მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ამავე სკოლის მოსწავლეა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა. დაშვებულებს შორის 14-დან 17 წლამდე მოზარდები არიან, ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. სკოლა დაიხურა, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები