მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მძღოლი პროკურატურისგან დროულად დაკითხვას ითხოვს. მამუკა ქუსიკაშვილის განცხადებით, ის პროკურატურას 28 თებერვალს უნდა დაეკითხა, თუმცა გამომძიებელი ამ დრომდე არ შეხვედრია.
ქუსიკაშვილი ბოლო წლებია თურქეთში ცხოვრობს და სახლში დაბრუნებას დაკითხვამდე ვერ ახერხებს. სააკაშვილის ყოფილი მძღოლი ვარაუდობს, რომ მასთან კითხვები გამოძიებას ჟვანიას საქმეზე ექნება.
მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მძღოლის დაკითხვის დროს გამოძიება საჭიროების მიხედვით დაადგენს.





