ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჭიკაიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალები ფარული ჩანაწერებით ისევ აშანტაჟებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ფარული ჩანაწერებით ადამიანებს აშანტაჟებენ. ამის შესახებ მან გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ ახორციელებენ ფარული ჩანაწერებით შანტაჟს. დაიბარეს რამდენიმე პიროვნება და ანახეს რაღაც ჩანაწერები - აი, ჩვენ შენზე ეს გვაქვს და ჭკუით იყავიო. თუ ეს მართალია და დადასტურდა, ძალიან ცუდი. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნავს ჭიკაიძე.

ჟურნალისტმა ასევე დაუსვა კითხვა - "არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით - ისევ გვისმენენ, მოდით პირდაპირ გკითხავთ, გვისმენთ?", რაზეც ჭიკაიძემ უპასუხა: "პირდაპირ გიპასუხებთ, რომ არა! ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. მიმდინარეობს კონსულტაციები სამართლებრივი ნორმების დახვეწის მიზნით. კარგია ამ ადამიანების აქტიურობა. თუმცა გარკვეულწილად ვიგრძენი, რომ ადგილი აქვს შსს-ს დისკრედიტაციას. განცხადება, რომ ისევ გვისმენენ, არის ტყუილი".

 

კომენტარები