ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ხიდაშელი: შს მინისტრები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, ასეთ დროს მოქმედებენ

„სუპერთეორიულ შემთხვევებშიც კი, შინაგან საქმეთა მინისტრები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, ასეთ დროს მოქმედებენ“, - ასე შეაფასა ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრმა თინა ხიდაშელმა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ გაზეთ პრაიმტაიმისთვის მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც მინისტრი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ევრომაიდნის სცენარის დამუშავების შესახებ საუბრობს.

თბილისში ევრომაიდნის განვითარების საფრთხეს ხიდაშელი სერიოზულად არ მიიჩნევს. "ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, შინაგან საქმეთა მინისტრს მინდა ვურჩიო, რომ მის უწყებაში თუნდაც თეორიულად რაიმე ინფორმაცია აქვთ, რაიმე ნიშნებს ხედავენ, ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, რადგან, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს, ეს ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა რუსთავი 2-ის ეთერში, სტრასბურგიდან პირდაპირი ჩართვისას და დასძინა: "საბურავების თემა კი ძალიან სასაცილო იყო. ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უბრალოდ იხუმრა". 

კომენტარები