უკრაინის კრიზისი

სააკაშვილი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა მზადდება

facebook.com/SaakashviliMikheil

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. იგი აღნიშნავს, რომ ეს მოვლენები რუსული გეგმის ნაწილია და იმ შემთხვევაში, თუ დივერსანტები ადმინისტრაციული შენობების შენარჩუნებას 48 საათის განმავლობაში შეძლებენ, მათ დასახმარებლად რუსული ჯარი შემოვა.

„ეს იგივე სცენარია, რაც ყირიმში გამოიყენეს - ჯერ იწყება მიტინგი და თუ ამან არ იმუშავა, იწყება შენობების დაკავება და რუსეთს შემოჭრა. ეს ყველაფერი იმდენად პრიმიტიულად მარტივია, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერი წინასწარ გათვალოს", - წერს სააკაშვილი.

იგი უკრაინის ხელსუფლებას ურჩევს სრული სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად, ასევე აფრთხილებს ცალკეული მეთაურების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესაძლებლობაზე, რადგან, მისი თქმით, ამ მხრივ რუსული ГРУ განსაკუთრებით ემზადებოდა.

კომენტარები