თვითმფრინავის გაუჩინარება

მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა გრძელდება

სამ კვირაზე მეტია, რაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რეისი MH370 გაუჩინარებულია და ამ დროისთვის ჯერაც არ აღმოჩენილა სარწმუნო მტკიცებულება.

ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილ ობიექტებს გაუჩინარებულ თვითმფრინავთან კავშირი არ აქვთ. ხელისუფლება ახლა შავი ყუთის მიგნებას ცდილობს, რაშიც დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღუთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას MASHABLE ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატები შავი ყუთის სპეციალურ "დეტექტორს" გაგზავნის, რომელიც ავსტრალიის სამძებრო გემს მიუერთდება. თუმცა, მოწყობილობა საათში მხოლოდ სამ მილს (4.9კმ) ფარავს.

"თუ ეს საიდუმლო ამოხსნადია, ჩვენ ამოვხსნით", - თქვა ავსტრალიის პრემიერმა ტონი აბოტმა.

MH370 8 მარტს გაუჩინარდა. ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რეისს მალაიზიიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა.

 

კომენტარები