ზვიად გამსახურდია

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს 75 წელი შეუსრულდებოდა

burusi.wordpress.com

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაში, გამსახურდიას 75 წლის იუბილესადმი და 1990 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით უკვე შეამკო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიდია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში.

კომენტარები