ყირიმის ოკუპაცია

სევასტოპოლის სამეთაურო პუნქტს კვლავ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

vesti.ua

სევასტოპოლში უკრაინის სამეთაურო პუნტს, რუსი სამხედროების მხრიდან შტურმის მცდელობის მიუხედავად, ისევ უკრაინელები აკონტროლებენ.  მედიის ცნობით რუსმა სამხედროებმა, კაზაკებმა და ადგილობრივმა რადიკალებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია  წარუმატებელი შტურმის შემდეგ  დატოვეს. 

 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტევა მიმდინარეობდა საჰაერო ძალების ტაქტიკური ჯგუფის სამეთაურო პუნქტზე. თავდამსხმელებს შორის იყვნენ კაზაკები და პრორუსი აქტივისტები. 

კომენტარები