ოსკარები 2014

BAFTA: წლის საუკეთესო ფილმი "მონობის 12 წელი" გახდა

spinoff.comicbookresources.com

2014 წლის BAFTA-ს ორი ტრიუმფატორი ჰყავდა. ალფონსო კუარონის ”გრავიტაციამ” 6 ჯილდო მოიპოვა, თუმცა სტივ მაქუინის ”მონობის 12 წელი” საუკეთესო ფილმისა და მსახიობი მამაკაცისათვის განკუთვნილი ჯილდოს მფლობელი გახდა.

BAFTA საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის ”გრავიტაციამ” მიიღო, ხოლო წლის საუკეთესო ფილმი ”მონობის 12 წელი გახდა”. სწორედ ეს ორი ნამუშევარი იქნება ოსკარები 2014-ის უმთავრესი ფავორიტი.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ”მონობის 12 წელში” მთავარი როლის შემსრულებელი ჩივეტელ ეჯიოფორი გახდა. BAFTA-ზე ნომინირებული არ იყო მეთიუ მაკონაჰი (”დალასის მყიდველთა კლუბი”), რომელიც ოსკარის მოპოვების მთავარ ფავორიტად რჩება.

ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, როგორც მოსალოდნელი იყო, ქეით ბლანშეტი (”ლურჯი ჟასმინი”) გამოარჩიეს და ის ოსკარის უპირობო ფავორიტია.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი პაოლო სორენტინოს ”დიდებული სილამაზე” გახდა, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური ნამუშევარი - ”მკვლელობის აქტი”.

მეორეხარისხოვანი როლების გამორჩეულად შესრულებისთვის ჯენიფერ ლოურენსი (”ამერიკული აფერა”) და ბარხად აბდი (”კაპიტანი ფილიპსი”) გამოარჩიეს. BAFTA-ზე, ისევე როგორც მაკონაჰი, ”დალასთა მყიდველთა კლუბის” მეორე ვარსკვლავი ჯარედ ლეტოც ნომინაციის გარეშე დარჩა და ის კვლავაც ოსკარის მოპოვების უმთავრესი ფავორიტია.

 

კომენტარები