დღეს დილით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის სახლთან ხელყუმბარა ააფეთქეს. ინციდენტს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.
აფეთქების ორგანიზატორს უკვე ეძებენ.
RIA Novosti-ს ცნობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებს ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის შექმნა და მომხდარის გამოძიება დაევალათ.