მკვლელობა თბილისში

თბილისში 21 წლის მამაკაცი მოკლეს

RFE/RL

თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე, 21 წლის მამაკაცი მოკლეს.

გარდაცვლილს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამინისტრო ეჭვმიტანილის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. 

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ბაბუასთან სტუმრად იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა ჯოკერში წაგებული 100 ლარის გამო მოკლეს.

კომენტარები