ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ნარმანია: რაც არ უნდა მაღალი იყოს საარჩევნო ბარიერი, ამ ბარიერს დავძლევთ

დავით ნარმანია
RFE/RL

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თავისი გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. როგორც ნარმანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თქვა, რაც არ უნდა მაღალი იყოს საარჩევნო ბარიერი, ამ ბარიერს დაძლევენ.

"ეს იქნება ძალიან მოწესრიგებული და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ძალიან კარგი საარჩევნო პროგრამით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. ჩვენი პროგრამა იქნება ამომრჩევლის და არა რომელიმე ცალკეული პირის კეთილდღეობაზე ორიენტირებული", - განაცხადა ნარმანიამ.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ინფორმაციით, კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა 41-პუნქტიანი და "ძალიან კარგია". პროგრამის დეტალებს დავით ნარმანია არ აკონკრეტებს.

კომენტარები